ედფუს ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ედფუს ტაძარი — ძველ ეგვიპტური ნაგებობა აგებულია ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ბერძნულ-რომაულ ეპოქაში მას უწოდებდნენ აპოლონოპოლის მაგნა-ს, უზენაესი ღმერთის ჰორუს-აპოლონის პატივსაცემად. ედფუ კარნაკის შემდეგ ეგვიპტის უდიდესი ტაძარია და ყველაზე კარგად შემონახულიც. ტაძარი შევარდენი ღმერთის ჰორუსის სახელზე აიგო პტოლემეების ეპოქაში ძვ. წელთ. -ით 237-დან 57-მდე. კედლის წარწერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოგვინახა ბერძნულ-რომაული ეპოქის ეგვიპტის ენის, მითოლოგიისა და რელიგიის შესახებ. კერძოდ აქ მოცემულია ედფუს და სხვა ტაძრების მითოლოგიური ინტერპრეტაცია, რომლებიც ე.წ. „შესაქმის კუნძულად“ იწოდებიან. აქ აგრეთვე ნახავთ საკრალური დრამის, ანუ ჰორუსსა და სეთს შორის გამართული უძველესი ომის ამსახველ გამოსახულებებს და წარწერებს.
სწრაფი ფაქტები ტაძრის ინფორმაცია, ტიპი ...
ედფუს ტაძარი | ||||
ედფუს ტაძრის მთავარი შესასვლელი | ||||
ტაძრის ინფორმაცია | ||||
---|---|---|---|---|
ტიპი | ტაძარი | |||
ადგილმდებარეობა | ეგვიპტე | |||
ნომი | ზემო ეგვიპტე | |||
იეროგლიფის დასახელება |
(Bḥd.t) | |||
ღვთაება | ჰორუსი (უფროსი), ჰატორი, | |||
ისტორიული ინფორმაცია | ||||
პერიოდი | ბერძნულ-რომაული პერიოდი | |||
დინასტია | პტოლემეების დინასტია | |||
მშენებლობის დაწყების თარიღი | 23 აგვისტო, 237 ქრ.შ-მდე | |||
დამთავრების თარიღი | 57 ქრ.შ-მდე | |||
არქიტექტურული აღწერა | ||||
საშენი მასალა | ქვიშაქვა | |||
სიმაღლე | 36 მეტრი | |||
სიგანე | 36 მეტრი | |||
სიგრძე | 79 მეტრი |
დახურვა