ევანგელისტური ეკლესია, ევანგელიკური ეკლესია — მთელი რიგი პროტესტანტული, ძირითადად ლუთერანული ეკლესიების სახელწოდება. მაგალითად, აუგსბურგული და ჰელვეციური სარწმუნოების ეკლესია — ავსტრიაში, ლუთერანულ-ევანგელიკური ეკლესია — დანიაში. ევანგელიკური ეკლესია — გერმანიაში. ჩეხი ძმების ევანგელიკური ეკლესია და ევანგელიკური მეთოდიკური ეკლესია ჩეხეთსა და სლოვაკეთში და სხვა. ევანგელიკური ეკლესიის მოძღვრების საფუძვლად ითვლება საღმრთო წერილი, უპირველეს ყოვლისა, სახარება (ბერძნ. euangelion), საიდანაც მიიღო სახელწოდება.

მსოფლიო ევანგელური ალიანსი

პროტესტანტულ სამყაროში არსებობს საერთაშორისო გაერთიანება, სახელწოდებით „მსოფლიო ევანგელური ალიანსი“, რომელიც წარმოადგენს 127 ქვეყანაში არსებულ ეკლესიათა ქსელს. მასში 420 მილიონი ევანგელურად მორწმუნეა გაერთიანებული. პირველი ევანგელური ალიანსი 1846 წელს ჩამოყალიბდა ლონდონში, სადაც ათი სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები შეიკრიბნენ. „მსოფლიო ევანგელური ალიანსი“ 1951 წელს დაფუძნდა 21 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ. ყოველ ოთხ წელიწადში ერთელ იმართება ასამბლეა

საქართველოში

საქართველოში ევანგელისტური ეკლესია 1914 წელს დააფუძნა მცირე აზიიდან შემოსულმა მისიონერმა დევიდ ურშანმა, რომელიც შემდეგ ევროპაში გადავიდა. 1999 წელს ევანგელისტური ეკლესია ხელმეორედ დააარსა პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა. იგი აცხადებს, რომ ეკლესია შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც ევანგელისტური (მახარებლური) და არა ევანგელური (სახარებისეული). ევანგელისტური ეკლესია აღიარებს რწმენის მთავარ ფუნდამენტს: წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას. აღესრულება ზეციდან შობის, ნათლობის, ევქარისტიის, ქორწინების, ხელდასხმისა და ზეთისცხების, სულიწმიდით ნათლობის საიდუმლოებები. საზოგადოდ, ევანგელისტური ეკლესია აღიარებს ნათლობის ორ ფორმას: ნათლობას წყლით და ნათლობას სულიწმიდით. 2008 წელს ევანგელისტური ეკლესიას საქართველოში დაახლოებით 150 მიმდევარი ჰყავდა.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.