From Wikipedia, the free encyclopedia
ეთელრედ I (ინგლ. Ethelred I; ანგლო-საქს. Æþelræd I; დ. დაახლ. 837 — გ. 23 აპრილი, 871, მერტონი, ინგლისი) — უესექსის სამეფოს მეფე 865–871 წლებში.
ეთელრედი იყო უექსის მეფე ეთელვულფ I-ის და მისი მეუღლის ოსბურგას ძე. 865 წელს ძმის ეთელბერტ I-ის სიკვდილის შემდგომ უესექსის მეფე გახდა. მეფობა ძირითადად დანიელი ვიკინგების შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. 871 წლის 4 იანვარს რიდინგის ბრძოლაში მან შეძლო ვიკინგების დამარცხება, თუმცა იმავე წლის 23 აპრილს მერტონის ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა კიდეც.
ეთელრედი დამარხულია უიმბორნის კათედრალში. იგი წმინდანად იქნა გამოცხადებული, თუმც არასდროს ყოფილია კანონიზირებული ეკლესიის მიერ. ეთელრედს ჰყავდა მეუღლე ვულფრიდა და 2 ვაჟი: უფროსი ეთელვალდი და უმცროსი ეთელჰელმი. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ალფრედ I დიდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.