![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Lightning3.jpg/640px-Lightning3.jpg&w=640&q=50)
ელექტრობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტრობა — ცნება, რომელიც გამოხატავს ფიზიკური სხეულებისა და პროცესების სტრუქტურით გამოწვეულ მოვლენებსა და თვისებებს, რომლის დროსაც ურთიერთქმედებს ნივთიერების დამუხტული მიკროსკოპული ნაწილაკები (ელექტრონები, იონები, მოლეკულები, მათი კომპლექსები და მისთ.) ელექტრული ენერგია ჩვენ ხელთ არსებული ენერგიის ერთ–ერთი ყველაზე გამოსადეგი ფორმაა. მისი საშუალებით მუშაობს ჯიბის ფარანი, ტელევიზორი და ა. შ. ელექტრობა ბატარეებიდან ან დიდი გენერატორებიდან მიიღება. ასეთ გენერატორებში გამომუშავებული ენერგიის დიდ მანძლზე გადაცემაა შესაძლებელი. ელექტრობა მრავალი პაწაწინა ნაწილაკის ერთბლიობაა. ამ ნაწილაკებს ელექტრონები ჰქვია. ელექტრონები ატომის შემადგენელი ნაწილებია. ბუნებაში ყველაფერი ატომებისგან შედგება, ამიტომ ელექტრობა ყველაფერშია. თუმცა, მის არსებობას ვერ ვამჩნევთ, ვიდრე ელექტრონები რაიმე ძალის ზემოქმედებით ატომებს არ მოსცილდება.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Lightning3.jpg/640px-Lightning3.jpg)
შეგიძლიათ, ელექტრონები ხახუნით აამოძრაოთ. როდესაც ნეულონის ქსოვილი კანზე გეხახუნებათ, მას ქსოვილის ატომებიდან ელექტრონები გამოაქვს და ეს ელექტრონები კანზე რჩება. ატომები ცდილობენ, ელექტრონები კვლავ მიიზიდონ, ამიტომ ქსოვილი კანზე გეწებებათ. ასეთ დროს მეცნიერები ამბობენ, რომ ნეილონის ქსოვილს გააჩნია ელექტრული მუხტი, ანუ სტატიკური ელექტრობა.
ბატარეებიდან და გენერატორებიდან ელქტრონები სადენებში გადადიან და იმ ლითონის ატომის შორის მოძრაობენ, რომლისგანაც დამზადებულია სადენი. ამ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება.