ერთი ქალაქის ისტორია (რუს. История одного города) – მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის სატირული ნაწარმოები. მასში აღწერილია ქალაქი „გლუპოვო“ („ბრიყვეთი“), გლუპოვოს მმართველების და მათი მართვის მეთოდების აღწერით სალტიკოვი ხატავს რუსეთის სხვადასხვა დროის მესვეურებს. გლუპოვოს მმართველთა გალერეაში ადვილად იცნობა რუსი მეფეები და სახელმწიფო მოღვაწეები: იმპერატორი პავლე I, პავლე პოტიომკინი, არაკჩეევი.

სწრაფი ფაქტები „ერთი ქალაქის ისტორია“, ავტორი ...
„ერთი ქალაქის ისტორია“
История одного города
Thumb
ავტორი მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა რუსული
ჟანრი სატირა
გამომცემელი Otechestvennye Zapiski
გამოცემის თარიღი 1869–1870
ქართულად გამოიცა 1980
დახურვა

სალტიკოვ–შჩედრინის ბასრი კალმით დახატული „გლუპოვო“ რუსეთია. ნაწარმოებში გაშლილი მოქმედება თითქოს რუსეთის წარსულში ხდებოდა, მაგრამ უკვე სალტიოვის თანამედროვე დაკვირვებულმა მკითხველმა შეიცნო რუსეთის საშინელი აწმყო. სალტიკოვ–შჩედრინის ამ ნაწარმოებში დასმული პრობლემები რუსეთის მომავალი თაობებისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა.

ლიტერატურა

  • ნაირა მამუკელაშვილი, მიხეილ სალტიკოვ–შჩედრინი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 81

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.