ეფთალიტები (თეთრი ჰუნები) — ხალხი ადრე შუასაუკუნეებში (IV—VI საუკუნეები), რომლებიც მოვიდნენ შუა აზიაში (სოგდიანა, ბაქტრია) ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ირანიდან.

Thumb
ეფთალიტების სახელმწიფო

წარმომავლობა

Thumb
ეფთალიტური მონეტა მეფე ლაჰანა (უდლიანიდან)

არსებობს მრავალი მოსაზრება ეფთალიტების წარმოშობის შესახებ. მკვლევართა უმრავლესობა ერთმანეთთან აიგივებს ეფთალიტებს და ჰიონიტებს და თვლის, რომ ისინი იყვნენ ცენტრალურ აზიაში მომთაბარე ხალხები, რომლებმაც შეაღწიეს პამირისპირეთში ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებიდან. არსებობს მოსაზრება, რომ ეფთალიტები და ჰიონიტები მონათესავე, მაგრამ სხვადასხვა ხალხები არიან. არსებობს, აგრეთვე, მოსაზრება, რომ ეფთალიტების ეთნოგენეზში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჩინეთიდან მიგრირებულმა ტომებმა — ტოხარებმა, ასევე ადგილობრივმა სოგდიანას მოსახლეობამ. ლ.ნ. გუმილევის თანახმად, ეფთალიტები არიან პამირისპირეთიდან წამოსული მთიელები.

აღმოსავლურ ირანული ვერსია

ამ ვერსიის თანახმად, ეფთალიტებს თვლიან თანამედროვე პუშტუნების წინაპარ ძველირანელ ხალხად. ეფთალიტური წარმოშობის მონეტების განხილვისას, რომელზეც ბაქტრიული ენაზე ბერძნული ანბანით შესრულებული წარწერები გვხვდება, თვით ეფთალიტები საკუთარ თავს უწოდებენ ჰიონს. პროკოფი კესარიელი თავის ნაშრომში სპარსელებთან ომის შესახებ, ეფთალიტებს "თეთრ ჰუნებს" უწოდებს, თუმცა მკვეთრად მიჯნავს მათ ერთმანეთისგან. ეფთალიტებს "ბარბაროსებად" მოიხსენიებენ, თუმცა ამ უძველეს ავტორთანაც კი არ გვხვდება ცნობები ეფთალიტთა შესახებ გავრცელებული საეჭვო თქმულებების ავთენტურობის (უტყუარობის, ნამდვილობის) შესახებ. თვით პუშტუნებმა თავის ზღაპრებსა და თქმულებებში არ შემოგვინახეს ეფთალიტებთან დაკავშერებული მინიშნებები. ამასთან, სავარაუდოდ, პუშტუნების ეთნოგენეზში ეფთალიტებთან გარდა მრავალი ხალხი იღებდა მონაწილეობას. კერძოდ, ბაქტრიელები და სოგდიანელები, უფრო გვიან — არაბები, თურქები და მონღოლები. მხედველობაში მისაღებია, აგრეთვე ისიც, რომ ეფთალიტების შესახებ საეჭვო წარმოშობის ლეგენდებისა და მონეტების გარდა, თითქმის არაფერია შემორჩენილი.

თურქული ვერსია

მეორე, ასევე, მრავალი ავტორის მიერ აღიარებული ვერსიის თანახმად, ეფთალიტები მიჩნეულია ძველ თურქულენოვან ხალხად. მკვლევარ პარკერის მიხედვით, ისინი არიან იგივე იუზბანი ე. წ. თურქები. ანალოგიური მოსაზრება გააჩნიათ სხვა მკვლევარებს, მაგალითად, საბჭოთა მკვლევარ ს.პ. ტოლსტოვს, რომელიც თვლის, რომ ძველი ეფთალიტების საყოფაცხოვრებო არეალი იყო მდინარე სირდარიის სანაპირო ე.წ. IV საუკუნეში ბარბაროსული ტომების აღზევების საერთო რეგიონი. დავით ქრისტიანი ეფთალიტებს, აგრეთვე, მიიჩნევს ძველ თურქულენოვან ხალხად. თურქული წარმოშობის ვერსიის მომხრეებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად მოჰყავთ ინტერპრეტაცია, რომლის თანახმად, VI საუკუნის ეფთალიტების ერთ-ერთი მმართველის, მიჰირაკულას სახელი ორი ნაწილისგან შედგება: ირანული სიტყვა მიჰრ — მზე და თურქული სიტყვა კულ — მონა.

ლიტერატურა

  • "ძველხორეზმული ცივილიზაციის ნაკვალევზე." ს.პ. ტოლსტოვი. 1948.
  • "ომი სპარსელებთან. ომი ვანდალებთან. საიდუმლო ისტორია". პროკოფი კესარიელი. 1998, ISBN 5-89329-109-3
  • Parker E. Thousand Years of the Tartars. — Shanghai, 1895.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.