ექიმი ჰაუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ექიმი ჰაუსი (House), ცნობილი აგრეთვე როგორც უბრალოდ ჰაუსი — ამერიკული სატელევიზიო სამედიცინო დრამა, რომლის დებიუტი 2004 წლის 16 ნოემბერს შედგა Fox Broadcasting Company-ს ეთერში. მისი შემქმნელები არიან დევიდ შორი და პოლ ატანაზიო. შოუს მთავარი გმირია ექიმი გრეგორი ჰაუსი (ჰიუ ლორი), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.
ექიმი ჰაუსი | |
---|---|
ჟანრი | სამედიცინო დრამა |
ავტორი | დევიდ შორი |
მონაწილეობენ |
ჰიუ ლორი ლიზა ედელშტაინი ომარ ეპსი რობერტ შონ ლეონარდი ჯენიფერ მორისონი ჯესი სპენსერი |
მთავარი თემა | „Teardrop“, Massive Attack |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 8 |
ეპიზოდი | 177 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი |
ქეთი ჯეიკობსი დეივიდ შორი ბრაიან სინგერი |
ხანგრძლივობა | 42 წთ. |
ორიგინალური არხი | Fox |
ჩვენების ფორმატი |
480i 720p (HDTV) |
ეთერში | 16 ნოემბერი, 2004 (2004-11-16) — 21 მაისი, 2012 (2012-05-21) |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ჰაუსს ხშირად აქვს კამათი თავის უფროსთან, საავამდყოფოს ადმინისტრატორ ლიზა კადისთან და დიაგნოსტიკთა გუნდთან, რადგანაც ხშირად მისი ჰიპოტეზები პაციენტების ავადმყოფობასთან დაკავშირებით დამყარებულია ბევრისთვის გაუგებარ და საკამათო დაკვირვებებზე. ჰაუსის ერთადერთი მეგობარია ექიმი ჯეიმზ უილსონი, იმავე საავადმყოფოში ონკოლოგიური განყოფილების უფროსი. პირველი სამი სეზონის განმავლობაში ჰაუსის დიაგნოსტიკურ გუნდში შედიოდნენ: რობერტ ჩეისი, ელისონ ქემერონი და ერიკ ფორმანი. მესამე სეზონის ბოლოს ფორმანმა და ქემერონმა განცხადებები დაწერეს სამსახურიდან წასვლის შეასხებ, ჩეისი კი ჰაუსმა თვითონ გააგდო. მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდებში ჰაუსმა კონკურსი მოაწყო დიაგნოსტიკური გუნდის ახალი წევრების შესარჩევად და საბოლოოდ კონკურსანტებიდან სამი - რემი „ცამეტი“ ჰედლი, კრის ტაუბი და ლოურენს კატნერი დატოვა. გუნდს მოგვიანებით ისევ შეუერთდა ფორმანი, ჩეისმა და ქემერონმა კი საავადმყოფოს სხვა განყოფილებეში განაგრძეს მუშაობა და შესაბამისად შოუდან არ გამქრალან.
სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები. სულ ეთერში გავიდა სერიალის 8 სეზონი. უკანასკნელი ეპიზოდის პრემიერა 2012 წლის 21 მაისს შედგა.