ექსტრაკლასა
From Wikipedia, the free encyclopedia
ექსტრაკლასა (პოლ. Ekstraklasa) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა პოლონური კლუბებისთვის. წარმოადგენს პოლონეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი დაარსდა 1926 წელს და მასში მონაწილეობას იღებს 16 გუნდი. სეზონი იწყება ივლისში და მთავრდება მომავალი წლის მაისში, ან ივნისში.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კონფედერაცია ...
ქვეყანა | პოლონეთი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1926 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 18 |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
პოლონეთის თასი პოლონეთის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ლეხი“ (8-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „ლეგია“ (15-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |
დახურვა
დაარსებიდან დღემდე, ექსტრაკლასაში სულ 80-მა კლუბმა ითამაშა, საიდანაც 16 გახდა ჩემპიონი. ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბებია ზაბჟეს „გურნიკი“ და კრაკოვის „ვისლა“, რომლებმაც 14-ჯერ მოიგეს პოლონეთის ჩემპიონატები.
მოქმედი ჩემპიონია პოზნანის „ლეხი“.