ვალენსიის ტბა, ტაკარიგუა (ესპ. Lago de Valencia) — ტბა ჩრდილოეთ ვენესუელაში. ადმინისტრაციულად ვრცელდება კარაბობოსა და არაგუის შტატებში. გაწოლილია კორდილიერა-დე-ლა-კოსტის აუზში, ზღვის დონიდან 410 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 350 კმ². საშუალო სიღრმე 18 მ, მაქსიმალური სიღრმე 39 მ. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 29 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 16 კმ-ზე.[1] ქვეყნის მასშტაბით ფართობით მხოლოდ მარაკაიბოს ტბას ჩამორჩება. საზრდოობს ნაკადულებით. ტბაში საკმაოდ ბევრია მომცრო კუნძული, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. გაუდინარია. ტბის ქვაბული წარმოიშვა დაახლოებით 2–3 მლნ. წლის წინ. გარკვეულ გეოლოგიურ პერიოდებში ტბა მთლიანად იყო დამშრალი. 1976 წლიდან მოყოლებული ტბის წყლის დონემ აიწია ახლომდებარე წყალშემკრებებიდან წყლის გადაგდების გამო. დღეისათვის ვალენსიის ტბა მის სანაპიროსთან განლაგებული ქალაქებისთვის, კერძოდ, მარაკაისთვის და ვალენსიისთვის რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. ტბის ნაპირებზე მოჰყავთ ბამბა, შაქრის ლერწამი, თამბაქო, სიმინდი, ყავა, ხილი; მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი.[1]

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალენსია.
სწრაფი ფაქტები ვალენსიის ტბა ...
ვალენსიის ტბა
ვალენსიის ტბა
ვალენსიის ტბა
კოორდინატები: 10°11′ ჩ. გ. 67°44′ დ. გ.
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სიმაღლე ზღვის დონიდან 410 
სიგრძე 39 კმ
სიგანე 16 კმ
ფართობი 350 კმ²
საშუალო სიღრმე 18 
მაქსიმალური სიღრმე 39 
ვალენსიის ტბა — ვენესუელა
ვალენსიის ტბა
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

  • ვენესუელის ტბების სია

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.