ვარისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარისი, ვარასი (არაბ. ვარის — მემკვიდრე), ფეოდალურ საქართველოში უფლებამონაცვლე ზოგადად, კერძოდ კი უფრო შორეული, როდესაც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ არსებობდა. ტერმინი „ვარისი“ ხშირად იხმარება XVII—XVIII საუკუნეების საბუთებში. გვხვდება XIX საუკუნეშიც. ვარისი იხსენიება ვახტანგ VI-ის წყალობის სიგელში თბილისის მცხოვრებთადმი (1722), რომლის ძალითაც მემკვიდრეთა წრე გაფართოვდა და მას განაყარი ნათესავები და მოყვრებიც კი მიეკუთვნა.