ვარსკვლავიერი სიდიდე
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარსკვლავიერი სიდიდე (ხილული) — ციური სხეულის (ვარსკვლავის, პლანეტის და ა. შ.) მიერ დედამიწაზე, მხედველობის სხივის მართობულ სიბრტყეში შექმნილი განათებულობის ზომა. ახასიათებს მნათობის ბრწყინვალება. ვარსკვლავიერი სიდიდის განსაზღვრისას გათვალისწინებულია მნათობის სხივთა შესუსტება დედამიწის ატმოსფეროს განჭოლვისას.
პირველად შემოიღო ჰიპარქემ (ძვ. წ. II ს.), რომელმაც შეუიარაღებელი თვალით ხილვადი ყველა ვარსკვლავი 6 კლასად დაყო.