ვატნაიეკუდლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვატნაიეკუდლი (ისლ. Vatnajökull) — უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიაში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მისი ტერიტორიის 8 % უჭირავს (8 133 კმ²). მოცულობით ვატნაიეკუდლი უდიდესია ევროპაში, ხოლო ტერიტორიით — მეორე.
სწრაფი ფაქტები ვატნაიეკუდლი ...
Vatnajökull | |
კოორდინატები: 64°24′ ჩ. გ. 16°48′ დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
ფართობი | 8100 კმ² |
სიგრძე | ~ 140 კმ |
სისქე | ~ 400 მ |
მდგომარეობა | უკან იხევს |
დახურვა
ყინულის საშუალო სისქე 400 მეტრია, მაქსიმალური — 1000 მეტრი. ისლანდიის უმაღლესი წერტილი, პიკი ჰვანადალსჰნუკური (2110 მ), მდებარეობს ვატნაიეკუდლის სამხრეთ ზღვარზე, სკაფტაფედლის ეროვნულ პარკთან ახლოს. მყინვარის ქვეშ არის რამდენიმე ვულკანი. უკანასკნელ წლებში ვატნაიეკუდლი თანდათანობით მცირდება, შესაძლოა კლიმატის ცვლილების გამო.
მყინვარი კვებავს რამდენიმე მყინვარულ ტბებს, მათ შორის იეკულსაურლოუნსა და გრანალოუნს.