ვაშინგტონის კონფერენცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაშინგტონის კონფერენცია — აშშ-ის ინიციატივით მოწვეული კონფერენცია. მიმდინარეობდა ვაშინგტონში 1921 წლის 12 ნოემბრიდან 1922 წლის 6 თებერვლამდე. მონაწილეობდნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია. საბჭოთა კავშირმა პროტესტი განაცხადა იმის გამო, რომ რსფსრ, როგორც წყნარი ოკეანის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, არ იყო მიწვეული კონფერენციაზე და ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის საკითხს მის გარეშე განიხილავდნენ. ვაშინგტონის კონფერენციაზე შეიმუშავეს და მიიღეს შემდეგი მთავარი დოკუმენტები:
- ოთხი სახელმწიფოს ხელშეკრულება
- ხუთი სახელმწიფოს ხელშეკრულება
- ცხრა სახელმწიფოს ხელშეკრულება
- ვაშინგტონის შეთანხმება
- ტრაქტატი ჩინეთის საბაჟო ტარიფის შესახებ