ვიეტნამის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიეტნამის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური მიკუთვნებულობა და სხვა ასპექტები.
ვიეტნამელები ქვეყნის მასშტაბით ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილიდან განსახლდნენ. ისინი სამხრეთით ორი ათასწლეული წინ გადაადგილდნენ და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო დაიკავეს. ეთნიკურად ვიეტნამელები (ვიეტები, ოფიციალურად ცნობილი არიან როგორც კინჰები) დაბლობებზე ცხოვრობენ და ვიეტნამურ ენაზე საუბრობენ. სხვა ეთნიკური ჯგუფები მთიან რეგიონებში ცხოვრობენ. კინჰების ჯგუფი ვიეტნამის კულტურული და პოლიტიკური ლანდშაფტის დიდ ნაწილს წარმაოდგენენ.