რუბრიკა მთავარ გვერდზე წარმოადგენს საინტერესო ფაქტებს ქართული ვიკიპედიის სტატიებიდან, სასურველია ახალი სტატიებიდან. ფაქტები ყოველ კვირადღეს ახლდება, მათი რაოდენობა ყოველ გამოცემაში სტანდარტულად შვიდია.
ახალი ფაქტის შემოთავაზება ამ გვერდზე ხდება. ეს ყველას შეუძლია შემდეგი წესებისა და რჩევების გათვალისწინებით:
შემოთავაზებულ ფაქტს უნდა ახლდეს სანდო და გადამოწმებადი წყარო. თუკი შემოთავაზებული ფაქტი ვიკიპედიის კონკრეტულ სტატიაში წყაროთი უკვე გამყარებულია, დამატებითი წყაროს მითითება საჭირო აღარაა და საკმარისია აღნიშვნა, რომ წყარო სტატიაშია.
თითოეული ფაქტი უნდა შეიცავდეს ბმულს მასთან დაკავშირებულ ძირითად სტატიაზე, რომელიც მუქი შრიფტით გამოიყოფა. ფაქტის მთავარ გვერდზე გატანამდე ასეთი სტატია დაწერილი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს ამ ფაქტს შესაბამის წყაროებთან ერთად. ეს ემსახურება ჩვენი რუბრიკის მთავარ მიზანს: მიაწოდოს მკითხველს ფაქტები უკვე არსებული სტატიებიდან და დააინტერესოს ისინი სტატიის შემდგომ წასაკითხად.
ფაქტები აგრეთვე შეიცავენ სხვა ბმულებსაც ვიკიპედიის სტატიებზე, რომლებიც მუქი შრიფტით არაა გამოყოფილი. ასეთი სტატია შეიძლება არც იყოს დაწერილი („წითელი ბმული“), თუმცა მთავარ გვერდზე გატანის შემდეგ სასურველია, დაიწეროს. ეს ემსახურება ჩვენი რუბრიკის დამატებით მიზანს: ვიკიპედიის რედაქტორებს (რომლებიც ხშირად არ იღებენ მონაწილეობას ამ რუბრიკის მომზადებაში) დაანახოს, რომელი სტატიებია დასაწერი და შესთავაზოს მათი შექმნა; მთავარი გვერდის „წითელი ბმულების“ გალურჯება კარგი მოტივაციაა ახალი სტატიების დასაწერად.
ფაქტის შემოთავაზებასთან ერთად, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ შესაბამისი ილუსტრაციაც, რომელიც შესაძლოა მთავარ გვერდზეც მოხვდეს.
ფაქტის შემოთავაზების შემდეგ იყავით ყურადღებით: შემოთავაზებულ ფაქტთან, მის სანდოობასთან, გრამატიკულ, სტილისტურ ხარვეზებთან და ა. შ. დაკავშირებით შეიძლება გამოითქვას მოსაზრებები, ასეთ განხილვაში კი თქვენი მონაწილეობაც სასურველია.
ფაქტები, რომლებიც მთავარ გვერდზე მოხვდა ერთ-ერთ გამოცემაში, ყოველ კვირადღეს ახალი გამოცემის გამოქვეყნებასთან ერთად, გადადის საინტერესო ფაქტების მიმდინარე წლის არქივში. არქივში მოხვედრილი ფაქტები მთავარ გვერდზე მეორედ აღარ გადის.
შემოთავაზებული ფაქტი განათავსეთ ქვემოთ მოცემულ რომელიმე თემატურ კატეგორიაში.
ამისათვის დააჭირეთ კატეგორიის მარჯვნივ არსებულ წარწერას „წყაროს რედაქტირება“, გახსნილ სარედაქციო ფანჯარაში არ წაშალოთ არაფერი და ბოლოში დაამატეთ თქვენი შემოთავაზება შემდეგი კოდით: