ვიურმული ეპოქა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიურმული ეპოქა, ვიურმი, ვიურმული გამყინვარება [სახელი ეწოდა დუნაის აუზის მდინარე ვიურმის (Würm) მიხედვით] — ალპების უკანასკნელი პლეისტოცენური მყინვარული ეპოქის სახელწოდება. გამოყოფენ ვიურმის 3 ფაზას, რომელთაგან შუას ახასიათებს გამყინვარების ფართობის მნიშვნელოვნად შემცირება და ამის გამო მას ზოგჯერ ინტერგლაციალადაც მიიჩნევენ.