From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადიმირის ოლქი (რუს. Влади́мирская о́бласть) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში.
| |||||
Vladimir%20Oblast | |||||
ადმინისტრაციული ცენტრი | ვლადიმირი | ||||
ფართობი - სულ |
66-ე 29 000 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
30-ე დაახ. { 1 439,8 ათასი. (2009) | ||||
მშპ - სულ, მიმდინარე ფასებში |
111,9 მლრდ. რუბლი (2006) | ||||
ფედერალური ოლქი | ცენტრალური | ||||
ეკონომიკური რაიონი | ცენტრალური | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | ნიკოლოზ ვინოგრადოვი | ||||
საავტომობილო კოდი | 33 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ვლადიმირის ოლქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგა-ოკას შუამდინარეთის სამხრეთით მდებარეობს. ოლქის სიგრძეა 170 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 280 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
ოლქის ჰავა ზომიერად კონტინენტურია, 0 °C ქვემოთ ტემერატურის დღე-ღამური ხანგრძლივობა 137 დღეა, საშუალო წლიური ტემპერატურა 5 °C-ია (სტანდარტული გადაცდომა 12 °C), იანვრის საშუალო ტემპერატურაა −13 °C, ივლისისა +19 °C, თოვლის საფარის საშუალო სისქე 40 მმ-ია (დაახლოებით 144 დღე დევს). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 420—740 მმ, ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 160-180 დღეა.
ნაპოვნია ადამიანის სადგომები - „სინგირი“ - ზემო პალეოლითის დროიდან (დაახ. 25 ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე). მურომის არქეოლოგიური გათხრებით ამ მიწების ფინო-უგორული წარმომავლობა მტკიცდება. შუა საუკუნეებიდან ამ ტერიტორიებს უკვე რუსები იკავებენ.
ეროვნება | მოსახლეობა 2002 წელს, ათ. (*დაარქივებული 2012-01-26 საიტზე Wayback Machine. ) |
---|---|
რუსები | 1443,9 |
უკრაინელები | 16,8 |
თათრები | 8,7 |
ბელარუსები | 5,7 |
სომხები | 5,0 |
მორდველები | 3,6 |
აზერბაიჯანელები | 3,1 |
ჩუვაშები | 2,3 |
ბოშები | 2,3 |
მოლდოველები | 2,1 |
გერმანელები | 1,4 |
ქართველები | 1,0 |
მარიელები | 1,0 |
ნაჩვენები ეროვნებების რაოდენობა 1000 კაცს აღემატება |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.