ვოდევილი (ფრანგ. vaudeville) — მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, ანეგდოტური სიტუაციები, ხუმრობა, კალამბური, მოულოდნელი, მაგრამ კეთილი დასასრული, მუსიკის თანხლება, სასიმღერო კუპლეტები და ცეკვა.

დრამის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც გამოეყო კომედიას და დასრულებული სახით ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის საფრანგეთში, ბურჟუაზიული რევოლუციის დროს. ვოდევილის ფუძემდებელია ე. სკრიბი. რუსეთში ვოდევილი ჩნდება XIX საუკუნის დასაწყისში და იძენს ისტორიულ-ეროვნულ მოტივებს. მოგვიანებით ვოდევილში ჩნდება დემოკრატიული ტენდენციები და სინამდვილის მახინჯი მხარეების მხილება.

ქართული ვოდევილის პირველი ნიმუშები ეკუთვნის რ. ერისთავს („ბიძიასთან გამოხუმრება“, „მასწავლებელი სოფლის სკოლისა, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“). კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 60-იანი წლებიდან დიდი წარმატებით იდგმებოდა „ძველი ვოდევილები“.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.