From Wikipedia, the free encyclopedia
ზაქარი ტეილორი (ინგლ. Zachary Taylor; დ. 24 ნოემბერი, 1784 — გ. 9 ივლისი, 1850) — ამერიკელი სამხედრო ლიდერი და აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი 1849-1850 წლებში.
ზაქარი ტეილორი Zachary Taylor | |
აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1849 – 9 ივლისი, 1850 | |
ვიცე-პრეზიდენტი | მილარდ ფილმორი |
წინამორბედი | ჯეიმზ ნოქს პოლკი |
მემკვიდრე | მილარდ ფილმორი |
დაბადებული | 24 ნოემბერი, 1784 ბარბორსვილი , ვირჯინია |
გარდაცვლილი | 9 ივლისი, 1850 ვაშინგტონი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | ვიგი |
მეუღლე | მარგარეტ ტეილორი |
პროფესია | ჯარისკაცი (გენერალი) |
ხელმოწერა |
ტეილორს ჰქონდა 40 წლიანი სამხედრო კარიერა აშშ-ის არმიაში. მან თავი გამოიჩინა ინგლისთან 1812 წლის ომში და ინდიელთა წინააღმდეგ ომებში. იგი მეთაურობდა აშშ-ის არმიას ამერიკა-მექსიკის ომში. ტეილორი იყო სამხრეთელი მონათმფლობელი, თუმცა იგი ეწინააღმდეგებოდა მონათმფლობელობის ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას. ამერიკა-მექსიკის ომში წარმატებებით ტეილორმა ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკით დაინტერესებული არ იყო, იგი 1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების პარტიამ წარადგინა.
არჩევნებში გამარჯვებით ტეილორი გახდა მეორე პრეზიდენტი ვაშინგტონის შემდეგ, ვისაც მანამდე არცერთ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ჰქონდა ნამუშევარი. იგი ვუდრო უილსონამდე პრეზიდენტად არჩეული ბოლო სამხრეთელი იყო. ტეილორი მწვავე გასტროენტერიტით პრეზიდენტობის მეორე წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვიცე-პრეზიდენტი მილარდ ფილმორი გახდა პრეზიდენტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.