![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/73/TAM_Logo.svg/langka-640px-TAM_Logo.svg.png&w=640&q=50)
თბილავიამშენი
From Wikipedia, the free encyclopedia
სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ („თამ“, ყოფილი „თბილისის საავიაციო ქარხანა“)[2] — მანქანათმშენებლობის ყველაზე მსხვილი კომპანია კავკასიაში, ძირითადი საქმიანობის სფერო - თვითმფრინავმშენებლობა. 2005 წლიდან სხვადასხვა საწარმოებთან ერთად თამ ჯგუფის შემადგენლობაში[3]. ბიზნესის დივერსიფიკაციისა და საბაზრო მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირების მიზნით კომპანიამ 90-იანი წლებიდან დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო პროდუქციის წარმოება, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო ავიამშენებლობის მზარდ სეგმენტში ინვესტირება.
სწრაფი ფაქტები თბილავიამშენი, აბრევიატურა ...
თბილავიამშენი | |
---|---|
![]() | |
![]() | |
აბრევიატურა | „თამ“ |
შეიქმნა | 15 დეკემბერი, 1941 |
სტატუსი | სს[1] |
ტიპი | შერეული |
მიზანი | სამოქალაქო, სამხედრო ავიამშენებლობის და სხვა საავიაციო მომსახურების განვითარება. |
მდებარეობა | ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 191, 0144, თბილისი, საქართველო |
ემსახურება რეგიონს | საქართველო; დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და ყოფილი სოციალისტური ქვეყნები. |
გენერალური დირექტორი | მიხეილ ოღლიშვილი |
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე | მაია ავალიანი |
თავმჯომარის მოადგილე | გიორგი ზღუდაძე |
მთავარი ორგანო |
აქციონერთა საერთო კრება; მმართველი – დირექტორთა საბჭო[2] |
დამფუძნებელი (-ები) | სსრკ |
ქვეყანა | საქართველო |
http://www.tam.ge/ |
დახურვა
სს „თამ“ თბილავიამშენის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თბილავიამშენი“, რომელიც თავისხმრივ წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/SU-25KM_Scorpion.jpg/320px-SU-25KM_Scorpion.jpg)