![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/John_III_of_Sweden.jpg/640px-John_III_of_Sweden.jpg&w=640&q=50)
იოჰან III (შვედეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
იოჰან III (შვედ. Johan III; დ. 20 დეკემბერი, 1537 — გ. 17 ნოემბერი, 1592) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ I-ისა და დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის უფროსი ვაჟი. შვედეთის მეფე 1569-1592 წლებში თავისი უფროსი ნახევარ-ძმის, ერიკ XIV-ის დამხობის შემდეგ. მართალია იგი მთელი ცხოვრება ლუთერანი იყო, მაგრამ დედისა და მეუღლის გავლენით, ძლიერ იხრებოდა კათოლიციზმისკენ.
სწრაფი ფაქტები შვედეთის მეფე, კორონაცია: ...
იოჰან III | |
---|---|
![]() | |
შვედეთის მეფე | |
კორონაცია: | 10 ივლისი, 1569 |
მმართ. დასაწყისი: | იანვარი, 1569 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1592 |
წინამორბედი: | ერიკ XIV |
მემკვიდრე: | სიგიზმუნდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 დეკემბერი, 1537 |
გარდ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1592, (54 წლის) |
დაკრძ. ადგილი: | უფსალის საკათედრო ტაძარი, შვედეთი |
მეუღლე: |
კატარინა იაგელონი (ქ. 1562 - გარდ. 1583) გუნილა ბიელკე (ქ. 1585) |
შვილები: |
სიგიზმუნდ III, პოლონეთისა და შვედეთის მეფე ანა იოჰანი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგი სოფია (უკანონო) |
დინასტია: | ვაზა |
მამა: | გუსტავ I, შვედეთის მეფე |
დედა: | მარგარეტა ლეიონჰაფვუდი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
დახურვა
პოლონეთის მეფის ასულ კატარინა იაგელონთან ქორწინებით, მათი ვაჟი სიგიზმუნდი გახდა პოლონეთის, შვედეთისა და ლიტვის მეფე, რითაც ვაზას დინასტია რეჩ-პოსპოლიტაშიც გამეფდა.