ისრაელის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ისრაელის გეოგრაფია — ისრაელი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (სანაპირო ზოლი - 230 კმ.). ჩრდილოეთით ესაზღვრება ლიბანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - სირია, აღმოსავლეთით - იორდანია, სამხრეთ დასავლეთით - ეგვიპტე. ისრაელს სამხრეთით ესაზღვრება წითელი ზღვა.
ისრაელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 470 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - 135 კილომეტრზე. საზღვრის საერთო სიგრძეა - 1017 კილომეტრი (მათ შორის: პალესტინასთან 307 კმ, ეგვიპტესთან - 266 კმ, იორდანიასთან - 238 კმ, ლიბანთან - 79 კმ, სირიასთან - 76 კმ და ღაზის სექტორთან - 51 კმ)..
ისრაელის ფართობია 22,77 კმ2. უმაღლესი მწვერვალია მერონი (1208 მეტრი).