იტალიის გერბი — იტალიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1948 წლის 5 მაისს.

სწრაფი ფაქტები იტალიის გერბი, დეტალები ...
იტალიის გერბი
Thumb
დეტალები
დამტკიცდა 5 მაისი 1948
გვირგვინი მუხის რტო და ზეთისხილის რტო
დევიზი იტალიის რესპუბლიკა იტალ. REPVBBLICA ITALIANA
დახურვა

ისტორია

იტალიის ეროვნული სიმბოლოს იტალიის გერბის მიღების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ალჩიდე დე გასპარის მთავრობის მიერ 1946 წლის ოქტომბერში. გერბის დიზაინი არჩეული იქნა საჯარო კონკურსის გზით, რომლის მთავარი პირობა იყო პოლიტიკური სიმბოლოების აკრძალვა გერბის დიზაინში.

საჯარო კონკურსში გამარჯვებული გახდა რომის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი. 1948 წლის თებერვალში იტალიის პარლამენტმა მიიღო ახალი გერბი და დაამტკიცა იმავე წლის 5 მაისს იტალიის პრეზიდენტმა ენრიკო დე ნიკოლამ.

აღწერა

გერბზე გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი წითელი კიდეებით, დადებული კბილანა ბორბალზე, რომლის მარჯვნივ დგას ზეთისხილის რტო, ხოლო მარცხნივ მუხის რტო. მწვანე რტოები ერთმანეთზე გადაბმულია წითელი ლენტით, რომელსაც დიდი თეთრი ასოებით გასდევს წარწერა „იტალიის რესპუბლიკა“ (იტალ. REPVBBLICA ITALIANA) .

მნიშვნელობა

ძირითადი ელემენტი — ხუთქიმიანი ვარსკვლავი — იტალიის უძველესი სიმბოლო, რაც ნიშნავს ერის დაცვას ცნობილი, როგორც Stellone d’Italia. ხუთქიმიანი ვარსკვლავი 1890 წლიდან ასევე გამოიყენებოდა იტალიის სამეფოს გერბზე.

კბილანა ბორბალი — ნიშნავს კონსტიტუციის პირველ მუხლს, სადაც ნათქვამია:

„იტალია — დემოკრატიული რესპუბლიკა, დაფუძნებული შრომით.“

  • ზეთისხილის რტო — აღნიშნავს მსოფლიოს. როგორც წერია კონსტიტუციის 11 მუხლში:

„იტალია უარყოფს ომს, როგორც აგრესიის ინსტრუმენტს“

  • მუხის რტო — ნიშნავს იტალიელი ხალხის ძალას და ღირსებას.

ზეთისხილი და მუხა ერთადა ახასიათებს იტალიის პეიზაჟს.

გერბის ისტორია

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.