იტალიის სერია B
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიის სერია B — მნიშვნელობით მეორე საფეხბურთო ლიგა იტალიაში. 2004–05 წლების სეზონიდან მონაწილეობას იღებს 22 გუნდი. ამჟამინდელი წესის მიხედვით, სამ გუნდს აქვს შესაძლებლობა გადავიდეს სერია A-ში, რომლებიც ჩაანაცვლებენ სერია A-ში ბოლო სამ ადგილზე გასულ კლუბებს. თუ გუნდი დაასრულებს ჩემპიონატს პირველ ან მეორე ადგილზე, ის ავტომატურად გადავა სერია A-ში, ხოლო მესამე სავარაუდო გადამსვლელი ირკვევა პლეიოფით — მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ადგილზე გასული კლუბები მართავენ ერთმანეთში შეხვედრებს, სადაც ირკვევა მათგან საუკეთესო კლუბი, რომელიც უნდა გადავიდეს სერია A-ში. სერია B-დან 4 კლუბი ქვეითდება ქვედა ლიგაში – სერია C-ში. ბოლო სამ ადგილზე გასული კლუბები ავტომატურად ქვეითდება დაბალ ლიგაში, ხოლო მეოთხე კლუბი ირკვევა ბოლოდან მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ კლუბებს შორის, რომლებიც გამართვენ ორ მატჩს – შინ და სტუმრად.
ქვეყანა | იტალია |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1929 |
დივიზიონები | 2 |
კლუბ. რაოდენობა | 22 |
ღზევდება | სერია A |
ქვეითდება | სერია C |
საშინაო თასები | იტალიის თასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ევროპა ლიგა (იტალიის თასის მოგების შემთხვევაში) |
მოქ. ჩემპიონი | „ემპოლი“ (2-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „ჯენოა“, „ატალანტა“ (6-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |