იუგოსლავია
From Wikipedia, the free encyclopedia
იუგოსლავია — ისტორიული სახელმწიფო შუა და სამხრეთ ევროპაში, რომელსაც სხვადასხვა დროს (1918/1929–დან 1941 წლამდე და 1944/45 დან 2003–2006 წლებამდე) განსხვავებული ტერიტორიული ფორმა და პოლიტიკური წყობა ჰქონდა. 1918 და 1991 წლებში მისი ტერიტორია მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა, 1991/1992 წლებში კი ოთხი წევრი რესპუბლიკის ჩამოცილების შედეგად ყოფილი ტერიტორიის მეოთხედიღა დარჩა.
XX საუკუნის განმავლობაში იუგოსლავიას შემდეგი სახელები და სახელმწიფოებრივი ფორმაციები ჰქონდა:
- სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო (1918-1929)
- იუგოსლავიის სამეფო (1929–1941)
- იუგოსლავიის ფედერაციული სახალხორესპუბლიკა (1943/45–დან), 1963 წელს სახელი გადაარქვეს და ეწოდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1991/1992)
- იუგოსლავიის ახალი კავშირი (1992–2006), რომელსაც 2003 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა: სერბია და ჩერნოგორია.
იუგოსლავიის სახელმწიფო ესაზღვრებოდა იტალიას, ავსტრიას, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ალბანეთს და ჰქონდა დიდი სანაპირო ადრიის ზღვაში მრავალრიცხოვანი კუნძულებითურთ.
ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ვაკობიანი არის, ხოლო დანარჩენი კი უფრო მთა–გორიანი. ყველაზე მაღალი მთა იყო ტრიგლავი (2864 მეტრი იულიუსის ალპებში იესენიცეს მახლობლად. სიმაღლით ტრიგლავის მთას გოლემ კორაბი (კორაბში ალბანეთის საზღვართან გოსტივარის დასავლეთით) და ტიტოვ ვრვი (2747 მეტრი, შარ პლანინაში ტეტოვოს მახლობლად).
ალბანეთის საზღვარზე სამი დიდი ტბა იყო – სკუტარის, ოჰრიდისა და პრესპასი.
მდინარე დუნაი კვეთდა იუგოსლავიის ჩრდილო-აღმოსავლეთს (მათ შორის ქალაქებს ნოვი სადსა და ბელგრადს) და ქმნიდა ერთგვარ ბუნებრივ საზღვარს რუმინეთთან. ამ გამყოფ ხეობას კი რკინის კარიბჭე ჰქვია (სერბულ–ხორვატულად (Đerdap) ჯერდაპი). დუნაის მნიშვნელოვანი შენაკადი მდინარეები არის დრაუ (დრავა), სავე (სავა), მორავა.