იყალთოს მონასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იყალთო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
იყალთოს მონასტერი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°56′14″ ჩ. გ. 45°22′51″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
დეტალები |
დახურვა