![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Caucasus-ethnic_ka.svg/langka-640px-Caucasus-ethnic_ka.svg.png&w=640&q=50)
იბერიულ-კავკასიური ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
იბერიულ-კავკასიური ენები[1][2], კავკასიური ენები, იაფეტური ენები, პალეო-კავკასიური ენები, ქართულ-შარომატული ენები, ალაროდიული ენები — კავკასიის რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7 000 000 ადამიანი) ენათა ჯგუფი. ჯგუფში 32 (უბიხურით 33) ენობრივი ერთეულია. ლინგვისტური კვლევების კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. ქართველი ლინგვისტი არნოლდ ჩიქობავა ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს: იბერიულ-კავკასიური ენები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Caucasus-ethnic_ka.svg/640px-Caucasus-ethnic_ka.svg.png)