From Wikipedia, the free encyclopedia
კასაი (პორტ. Rio Cassai) — მდინარე კონგოს შენაკადი, მიედინება ცენტრალურ აფრიკაში. კასაის სათავე ანგოლაშია. თავად მდინარე წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარს ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სადაც კინშასასთან ახლოს კონგოში ჩაედინება. კასაის მნიშვნელოვან შენაკადებს შორისაა მდინარე ფიმი, კვანგო და სანკურუ. ფიმის შენაკადიდან კონგოს შეერთებამდე კასაის მონაკვეთს "კვას" უწოდებენ. ხარჯი 5000-დან 20 000 მ³/წმ-მდეა. კასაის აუზი მეტწილად ეკვატორულ ნოტიო ჯუნგლებს იკავებს.
კასაი პორტ. Rio Cassai | |
---|---|
მდინარე სანკურუს მდინარე კასაისთან შეერთების ადგილის სურათი თანამგზავრიდან. | |
ქვეყანა | ანგოლა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სათავე | 10°57′37″ ს. გ. 19°18′56″ ა. გ. |
შესართავი |
კონგო 3°10′35″ ს. გ. 16°11′48″ ა. გ. |
სიგრძე | 2153 კმ |
აუზის ფართობი | 880 200 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
კასაი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.