კატატუმბო
From Wikipedia, the free encyclopedia
კატატუმბო (ესპ. Río Catatumbo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. სათავეს იღებს კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი). ერთვის მარაკაიბოს ტბას ვენესუელის ტერიტორიდან. სიგრძე 500 კილომეტრი, აუზის ფართობი 22,317 კმ², რომელთაგან 16 626 კმ² კოლუმბიის ტერიტორიაზეა, დანარჩენი — ვენესუელაში. მდინარე იბადება აღმოსავლეთ კორდილიერას ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3850 მ სიმაღლეზე. კატატუმბოს გასწვრივ დასახლებულები არიან ხალხი — ბარები. მდინარე კატატუმბო უპირველეს ყოვლისა ცნობილია თავისი განთქმული ატმოსფერული მოვლენით, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია როგორც კატატუმბოს ელვა. აღნიშნული ფენომენი ფიქსირდება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.
სწრაფი ფაქტები კატატუმბო Río Catatumbo, ქვეყანა ...
კატატუმბო Río Catatumbo | |
---|---|
ქვეყანა | კოლუმბია, ვენესუელა |
სათავე | აღმოსავლეთი კორდილიერა |
სიგრძე | 500 კმ |
აუზის ფართობი | 22,317 კმ² |
კატატუმბო Río Catatumbo ვიკისაწყობში |
დახურვა