კახა კალაძე
ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
კახაბერ (კახა) კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978, სამტრედია, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ვეტერანი სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2016 წლის 9 სექტემბრამდე და 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალაძე. |
კახა კალაძე | |
თბილისის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 13 ნოემბერი, 2017 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
წინამორბედი | დავით ნარმანია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ნოემბერი, 2016 – 10 ივლისი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ილია ელოშვილი |
მემკვიდრე | ილია ელოშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 9 სექტემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ვახტანგ ბალავაძე |
მემკვიდრე | ილია ელოშვილი |
დაბადებული | 27 თებერვალი, 1978 (1978-02-27) (46 წლის) სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | ანუკი არეშიძე |
შვილები | 4 |
განათლება | თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი |
ჯილდოები |
2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.