კახეთის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
კახეთის სამეფო — ქართული ფეოდალური სახელმწიფო XV-XVIII საუკუნეებში. წარმოიქმნა საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან, XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როდესაც 1490 წელს საქართველოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა.
სწრაფი ფაქტები
კახეთის სამეფო | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
კახეთის სამეფო XV–XVIII საუკუნეებში | |||||||||
დედაქალაქი | გრემი თელავი | ||||||||
ენა | ქართული | ||||||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | ||||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
დინასტია | ბაგრატიონთა დინასტია | ||||||||
კახეთის მეფე | |||||||||
- 1466-1476 | გიორგი I | ||||||||
ისტორია | |||||||||
- ადარნასე I | 627-637 | ||||||||
- ერეკლე II | 1744-1762 | ||||||||
დახურვა
კახეთის სამეფოს წარმოქმნის თარიღად მიჩნეულია 1466 წელი, როდესაც გიორგი VIII, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე, კახეთში გამეფდა და სათავე დაუდო კახეთის დამოუკიდებელ ფეოდალურ სამეფოს ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში, თუმცა სამეფოს შექმნა ოფიციალურად დადასტურდა 1490 წელს. კახეთის სამეფო არსებობდა 1762 წლამდე, როდესაც კახეთის მეფე ერეკლე II-მ მემკვიდრეობით მიიღო ქართლის სამეფო და გახდა ქართლ-კახეთის მეფე.