კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი (გერმ. Claudia Felizitas von Österreich; დ. 30 მაისი, 1653, ფლორენცია, ტოსკანა - გ. 8 აპრილი, 1676, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგისა და ტიროლიის გრაფ ფერდინანდ კარლ ჰაბსბურგისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია ანა დე მედიჩის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია 1673-6 წლებში როგორც ლეოპოლდ I-ის მეორე მეუღლე.
კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი | |
---|---|
Claudia Felizitas von Österreich | |
კლაუდია ფელიჩიტა 1672 წელს | |
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 ოქტომბერი, 1673 |
მმართ. დასასრული: | 8 აპრილი, 1676 |
წინამორბედი: | მარგარიტა ტერეზა ესპანელი |
მემკვიდრე: | ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 მაისი, 1653 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა |
გარდ. თარიღი: | 8 აპრილი, 1676 |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: | ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: |
ანა მარია მარია იოზეფა |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფერდინანდ კარლი, ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი და ტიროლის გრაფი |
დედა: | ანა მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იყო დომინიკელთა ორდენის წევრი, ჰქონდა არაჩვეულებრივი სასიმღერო ხმა, უყვარდა დაკვრა, ნადირობა და ასევე იყო ძალიან ვნებიანი. კლაუდია ფელიჩიტას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თავის ქმარზე. სწორედ მისი წყალობით, ჰაბსბურგთა ყველა მოწინააღმდეგე აღმოჩენილ და გაძევებული იქნა სამეფო კარიდან. იგი ასევე იბრძოდა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ. სამწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ორი მკვდარი გოგონა გააჩინა, მეორე მშობიარობიდან მალევე იგი ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა კიდეც. იგი იყო ჰაბსბურგთა დინასტიის ტიროლიური განშტოების უკანასკნელი წარმომადგენელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ის სამუდამოდ გადაშენდა.