From Wikipedia, the free encyclopedia
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდის და ამით გამოწვეული გლობალური დათბობის შეჩერება. კონვენციას ხელი მოეწერა 1992 წელს, რიო დე ჟანეიროში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე „გარემო და განვითარება“.
ხელშეკრულების საწყისი ვარიანტი (საკუთრივ ჩარჩო-კონვენცია) სათბური არიების გაფრქვევის რაიმე კონკრეტულ ზღვრებს არ ადგენდა. ასეთი ზღვრები დგინდება ქვე–ხელშეკრულებებით, ე.წ. „ოქმებით“ („პროტოკოლებით“). ჯერჯერობით მიღებულია ერთი ასეთი ოქმი — კიოტოს ოქმი, თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილია შემდეგი ოქმის მომზადება და მიღება.
1992 წლიდან კლიმატის ცვლილების კონვენციას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა შეუერთდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.