კომბინატორიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კომბინატორიკა — მათემატიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც შეისწავლის დისკრეტულ ობიექტებს, სიმრავლეებს (ელემენტების გაერთიანება, გადანაცვლება, ვარიაცია, გამოთვლითი კომბინატორიკა) და მათ კავშირებს. კომბინატორიკა დაკავშირებულია მათემატიკის სხვა მიმართულებებთანაც — ალგებრასთან, გეომეტრიასთან, ალბათობის თეორიასთან. ტერმინი „კომბინატორიკა“ დაამკვიდრა გოტფრიდ ლაიბნიცმა, რომელმაც იგი გამოიყენა 1666 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში. ხშირად კომბინატორიკის ნაწილად მოიხსენიებენ გრაფების თეორიასაც.