From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინოპოლის ალყა — არაბულ-ბიზანტიური ომების მთავარი ბრძოლა და არაბთა დაპყრობითი ლაშქრობების პირველი კულმინაცია. მიმდინარეობდა ბიზანტიის იმპერიასა და ომაიანთა სახალიფოს შორის 674-678 წლებში. არაბების ხალიფა მუავია I ტახტზე 661 წელს ავიდა და განაახლა ომი ბიზანტიასთან. მან მთავარ მიზნად დაისახა კონსტანტინოპოლის აღება. 672-673 წლებში არაბთა ფლოტმა შექმნა ბაზები მცირე აზიის სანაპიროს გასწვრივ და მალევე მოაქცია კონსტანტინოპოლი ბლოკადაში. არმია ქალაქ კირაკუსს გამოსაზამთრებლად იყენებდა და ყოველ გაზაფხულობით აახლებდა ალყას. საბოლოოდ ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ შეძლო არაბთა ფლოტის განადგურება ახლადგამოგონილი ბერძნული ცეცხლის მეშვეობით. არაბთა სახმელეთო არმიაც დამარცხდა მცირე აზიაში და ისინი იძულებული გახდნენ ალყა მოეხსნათ. ალყის შემდეგ ბიზანტიასა და არაბებს შორის დროებითი მშვიდობა დამყარდა.
კონსტანტინოპოლის ალყა | |||
---|---|---|---|
არაბულ-ბიზანტიური ომების ნაწილი | |||
თეოდოსიუსის კედლები | |||
თარიღი | 674-678 | ||
მდებარეობა | კონსტანტინოპოლი | ||
შედეგი | ბიზანტიის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.