კრისტალები
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტალები (ბერძ. κρύσταλλος, თავდაპირველად — ყინული, შემდგომ — მთის ბროლი, კრისტალი) — არის მყარი სხეულები, სადაც ატომები განთავსებული არიან გარკვეული კანონზომიერებით, და წარმოქმნის სამგანზომილებიან-პერიოდულ სივრცულ წყობას — კრისტალურ მესერს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრისტალი. |
კრისტალები — ეს არის მყარი ნივთიერება, რომელსაც აქვს ბუნებრივი გარეგნული სწორი სიმეტრიული მრავალწახნაგოვანი ფორმა, რომელიც დაფუძნებულია მის შიდა სტრუქტურაზე, ანუ ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების (ატომი, მოლეკულა, იონი) ერთ-ერთი მათგანის მდებარეობაზე.