ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი (ფრანგ. Joseph Louis Lagrange; დ. 25 იანვარი, 1736, ტურინი — გ. 10 აპრილი, 1813, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772).

სწრაფი ფაქტები ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი, დაბ. თარიღი ...
ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი
ფრანგ. Joseph-Louis Lagrange
Thumb
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1736(1736-01-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ტურინი, სარდინიის სამეფო[11] [12] [13] [8] [14]
გარდ. თარიღი 10 აპრილი, 1813(1813-04-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] (77 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი[12] [8]
დასაფლავებულია პარიზის პანთეონი
მოქალაქეობა საფრანგეთი
 სარდინიის სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი, ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, მწერალი[15] და უნივერსიტეტის პროფესორი[16]
მუშაობის ადგილი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
ალმა-მატერი ტურინის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე და სიმეონ დენის პუასონი
მეუღლე ვიტორია კონტი და Adélaïde Le Monnier[17]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, სამეფო საზოგადოების წევრი, გაერთიანების ორდენის დიდი ჯვარი და 72 names on the Eiffel Tower[18]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა Thumb
დახურვა

19 წლის ლაგრანჟი უკვე ტურინის საარტილერიო სკოლის პროფესორი იყო. 1759 წელს აირჩიეს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1766–1787 წლებში მისი პრეზიდენტი იყო. 1787 წელს გადავიდა პარიზში, 1795 წლიდან ნორმალური სკოლის პროფესორი იყო, 1797 წლიდან კი პოლიტექნიკური სკოლისა. ლაგრანჟის მნიშვნელოვანი შრომები ეძღვნება ვარიაციათა აღრიცხვის, ანალიზური და თეორიული მექანიკის საკითხებს. კლასიკურ ტრაქტატში „ანალიზური მექანიკა“ (1788) ლაგრანჟმა მთელი სტატიკის საფუძვლად მიიღო „ზოგადი ფორმულა“, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპს, ხოლო დინამიკის საფუძვლად — „ზოგადი ფორმულა“, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპისა და დ'ალამბერის პრინციპის შერწყმას. ლაგრანჟმა შემოიღო განზოგადებულ კოორდინატთა ცნება და ჩამოაყალიბა მოძრაობის განტოლებები, რომლებიც მის სახელს ატარებს (ლაგრანჟის განტოლებები). ლაგრანჟს აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მათემატიკური ანალიზისს სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, ინტერპოლირების თეორიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.