From Wikipedia, the free encyclopedia
ლარიქსი (ლათ. Larix) — წიწვოვანი მცენარის გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. 30-35 მ სიმაღლის სწორტანიანი ხეებია. სხვა მარადმწვანე წიწვოვანებისაგან განსხვავებით, ლარიქსს წიწვები უყვითლდება, სცვივა და ზამთრობით ხე მთლიანად შიშვლდება.
ლარიქსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Larix decidua | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Larix | ||||||||||||||
|
20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იგი ბუნებრივად არ იზრდება, ინტროდუცირებულია აქა-იქ მცირე რაოდენობით, მაგრამ ტენის ნაკლებობისას მალევე იღუპება. ლარიქსის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარები (22-30 მ სიმაღლისა და 55-70 წლისა) გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე, წინანდლის პარკში და ბაკურიანში. კულტივირებულია აგრეთვე თბილისში, ბორჯომში, ზემო სვანეთში (მესტია) და სხვა. ყველაზე მრავლადაა გაშენებული ახალქალაქში, სადაც შერეულია ტყის ნარგავში.
ლარიქსი ძალიან ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან და ფხვიერ ნიადაგებზე (კერძოდ, კირიანზე). ზაფხულის სიცხისა და გვალვისადმი მგრძნობიარეა და სამხრეთ ქვეყნებში მისი კულტივირება მხოლოდ გრილ ადგილებშია შესაძლებელი.
ძლიერ სწრაფმზარდია. მეტად მტკიცე და მაგარი მერქანი აქვს, რომელიც გამოიყენება გემთმშენებლობაში. წყალქვეშა ნაგებობისათვის და სხვა. მერქნის გამძლეობითა და სიმძიმით ლარიქსს უთხოვართან ერთად ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია წიწვოვანთა შორის. იძლევა ძვირფას ფისს, რომლისგანაც მზადდება სკიპიდარი და კანიფოლი. ქერქიდან იღებენ მთრიმლავ ნივთიერებებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.