ლელობურთი
ლელობურთი იყო ძველი სპორტი, რომესაც შემდეგ რაგბი დაარქვეს. / From Wikipedia, the free encyclopedia
ლელობურთი — ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე. ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლელო (მრავალმნიშვნელოვანი). |