From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბანის ქედი, ჯებელ-ლუბნანი (არაბ. جبل لبنان) — ქედი ლიბანის რესპუბლიკაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივ 170 კმ-ზე. სიგანე 10-55 კმ. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბეკაის ღრმული. მაქსიმალური სიმაღლე 3088 მ (მთა კურნათ-ელ-საუდა). მნიშვნელოვანია აგრეთვე მთა სანინი (2628 მ). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით, ჩრდილოეთით — ბაზალტებით. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. ქედის დასავლეთ კალთაზე წელიწადში 1000 მმ ნალექი მოდის, აღმოსავლეთ კალთა უფრო მშრალია. გაბატონებულია მაკვისი და ფრიგანა. ზოგან მუხის, ალეპოს ფიჭვის, ნეკერჩხლისა და ლიბანის კედრის კორომებია. ლიბანის ქედის დასავლეთ კალთაზეა კარსტული მღვიმე ჯეიტა. მაღალ მწვერვალებზე თოვლი წელიწადში 6 თვე დევს. ლიბანის ქედის აღმოსავლეთით გადაჭიმულია ანტილიბანი.
ლიბანის ქედი | |
---|---|
ლიბანის ქედის სატელიტური ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 34°18′ ჩ. გ. 36°07′ ა. გ. | |
ქვეყანა | ლიბანი |
უმაღლესი წერტილი | კურნათ-ელ-საუდა |
სიმაღლე | 3088 მ |
სიგრძე | 170 კმ |
სიგანე | 10-55 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.