ლუანგპრაბანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუანგპრაბანგი (ლაოს. ຫລວງພະບາງ) – ქალაქი ლაოსში. იყო ამავე სახელწოდების სახელმწიფოს დედაქალაქი, ამჟამად ლუანგპრაბანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში, ვიენტიანიდან 425 კილომეტრზე ჩრდილოეთით. 2005 წლის მონაცემებიტ ქალაქში ცხოვრობს 50 000 კაცი.
სწრაფი ფაქტები ლუანგპრაბანგი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ლუანგპრაბანგი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ლაოსი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 19°53′35″ ჩ. გ. 102°08′17″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 479 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე (1975 წ.) ქალაქს უწოდებდნენ „სამეფო დედაქალაქს“, რადგან აქ მდებარეობდა ლაოსის მეფის რეზიდენცია. ქალაქის ძველი სახელწოდებაა მიანგ-სუა.
ქალაქს 1995 წლიდან იცავს იუნესკო, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.