მაინი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაინი (გერმ. Main) — მდინარე გერმანიაში. რაინის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 524 კმ, აუზის ფართობი 27,2 ათასი კმ². წარმოიქმნება მდინარეების როტერ-მაინისა და ვაისერ-მაინის შეერთებით; პირველს სათავე აქვს ფრანკონიის ალბის კალთებზე, მეორეს — ფიხტელის მთებში. წყალდიდობა იცის ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში, წყალმოვარდნები — ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 170 მ³/წმ-ში. სანაოსნოა შესართავიდან 400 კმ-ზე. მაინის აუზი ლუდვიგის არხით უკავშირდება დუნაის წყლის სისტემას. ხეობა მჭიდროდ არის დასახლებული. დიდი ქალაქებია: ვიურცბურგი, მაინის ფრანკფურტი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაინი (მრავალმნიშვნელოვანი). |