მალიორკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მალიორკა ან მაიორკა — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, უდიდესია ბალეარის კუნძულთა ჯგუფში. ეკუთვნის ესპანეთს. ფართობი 3640,16 კმ². რელიეფი უმთავრესად ტალღოვანი ვაკეა. ჩრდილო-დასავლეთით არის 1445 მეტრამდე სიმაღლის მთები, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამრეთ-დასავლეთ ნაპირები დანაწევრებულია დიდი უბეებით. ლანდშაფტი ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მისდევენ მეხილეობას, თევზჭერას. კუნძულზე არის საკურორტო ზონები. განვითარებულია ტურიზმი.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Mallorca, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Mallorca | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალეარის კუნძულები |
კოორდინატები | 39°30′00″ ჩ. გ. 3°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 3640,16 კმ² |
ესპანეთი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3640,16 (2005) |
სიმჭიდროვე | 213,678 /კმ² |
დახურვა