From Wikipedia, the free encyclopedia
მანიერიზმი, იგივე გვიანი რენესანსი (იტალ. maniera — მანერა, სტილი) — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში.
იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს:
მანიერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს იოსები ეგვიპტეში, სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანიერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი XVI საუკუნის ფრანგული მანიერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია „ფონტენბლოს სკოლის“ სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაში, ინგლისსა და გერმანიაში.
ლიტერატურაში მანიერიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს იტალიელი ჯიოვანი ბატისტა მარინო. თავის ლექსებში მას გამოყენებული აქვს ახალი მანერა - მანიერიზმი, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ფორმას, ტონს.
დინამიურობისა და მოძრაობისადმი ინტერესით მანიერიზმი ბაროკოს მოასწავებს, ამიტომ მას ზოგჯერ პრებაროკულ პერიოდადაც მოიხსენიებენ.
ბაროკოსა და მანიერიზმის ზოგადი პრინციპები შემდეგია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.