![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Madame_la_princesse_de_Lamballe_by_Antoine-Fran%25C3%25A7ois_Callet_%2528circa_1776%252C_Callet%2529.jpg/640px-Madame_la_princesse_de_Lamballe_by_Antoine-Fran%25C3%25A7ois_Callet_%2528circa_1776%252C_Callet%2529.jpg&w=640&q=50)
მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი (იტალ. Maria Teresa Luisa di Savoia, ფრანგ. Marie Thérèse Louise de Savoie; დ. 8 სექტემბერი, 1749 — გ. 3 სექტემბერი, 1792) — სავოიელთა დინასტიის კარინანოს შტოს წარმომადგენელი. კარინანოს პრინც ლუიჯი ვიტორიოსა და მისი მეუღლის, კრისტინა ჰენრიეტა ჰესენ-როტენბურგელის ქალიშვილი. 17 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილთაშვილ ლუი ალექსანდრ დე ბურბონს, პრინც დე ლამბალს, რომელიც ქორწილიდან ერთ წელიწადში დაიღუპა უშვილოდ. ამის შემდეგ იგი ძალიან დაუახლოვდა საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელს, რომლის მისდამი ერთგულებამაც საბოლოოდ ფრანგი რევოლუციონერების განრისხება და 1792 წელს პრინცესა დე ლამბალის პარიზის ქუჩაში მოკვლა გამოიწვია.
სწრაფი ფაქტები მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი, დაბადების თარიღი ...
მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
8 სექტემბერი, 1749 ტურინი, სავოია |
გარდაცვალების თარიღი |
3 სექტემბერი, 1792, (42 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | იტალიელები |
წოდება | პრინცესა დე ლამბალი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი ალექსანდრი, პრინცი დე ლამბალი |
მშობლები |
მამა: ლუიჯი ვიტორიო, კარინანოს პრინცი დედა: კრისტინა ჰენრიეტა ჰესენ-როტენბურგელი |
ხელმოწერა |
![]() |
დახურვა