მასკარენის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
მასკარენის კუნძულები (ინგლ. Mascarene Islands, ფრანგ. Mascareignes, პორტ. Ilhas Mascarenhas) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში; მდებარეობს კუნძულ მადაგასკარიდან 650 კმ-ით აღმოსავლეთით, მოიცავს კუნძულ რეიუნიონს (Réunion), მავრიკის (Mauritius) და როდრიგესს (Rodrigues). ზოგჯერ მასკარენის კუნძულებს ასევე მიაკუთვნებენ ჩრდილოეთით მდებარე კარგადოს-კარახოსის (Cargados Carajos) ჯგუფის კუნძულებს.
სწრაფი ფაქტები გეოგრაფია, მდებარეობა ...
მშობ. სახელი: ინგლ. Mascarene Islands ფრანგ. Mascareignes პორტ. Ilhas Mascarenhas | |
---|---|
ვულკან პითონ-დე-ლა-ფურნეზის ლავის ნაკადი 2005 წელს | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 20°42′54″ ს. გ. 56°37′25″ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 3 |
მთავარი კუნძული | რეიუნიონი |
ფართობი | 4481 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 3069 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2 123 126 ად. (2010) |
სიმჭიდროვე | 473,81 ად. /კმ² |
დახურვა
რეიუნიონის კუნძული საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია, დანარჩენი კუნძულები შეადგენენ მავრიკის სახელმწიფოს, რომელიც შედის ერთა თანამეგობრობაში.
კუნძულებს სახელი დაერქვა XVI საუკუნის გამოჩენილი პორტუგალიელი ზღვაოსნის და პოლიტიკური მოღვაწის პედრუ დი მაშკარენიაშის (პორტ. Pedro de Mascarenhas) პატივსაცემად.