From Wikipedia, the free encyclopedia
მაჩვენებლიანი (ექსპონენტური) ფუნქცია მათემატიკურ ფუნქციებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩაიწერება ამგვარად exp(x) ან ex, სადაც e უდრის დაახ. 2.71828183 და არის ნატურალური ლოგარითმის ბაზისი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ხარისხის წილადური მაჩვენებლები, წილადმაჩვენებლიან ხარისხებზე მოწმედებათა მარტივი წესები გვხვდება XIV საუკუნის ფრანგი მათემატიკოსის ნ. ორესმი (1323-1382) შრომებში. ფრანც ნ. ბუკე (XV საუკუნე) განიხილავდა უარყოფით და ნულოვან მაჩვენებლიან ხარისხებს.
გერმანელმა მატემატიკოსმა მ. შტიფელმა(1486-1567) შემოიტანა სახელწოდება ”მაჩვენებელი (Exponente)” და განსაზღვრა a°=1, როცა a არ უდრის ნულს. შეადარა რა ერთმანეთს ერთიდაიმავე ფუძიანი ნატურალურმაჩვენებლიანი ხარისხები, იგი ამ კერძო შემთხვევაში მოვიდა შემდეგ თანაფარდობამდე: Log(ab)=Loga+Logb, Log(a/b)=Loga-Logb.
ლოგარითმები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემოიტანეს ინგლისელმა მატემატიკოსმა ჯ. ნეპერმა და შვეიცარიელმა მათემატიკოსმა ი. ბიურგიმ (1552-1632). ლოგარითმების თეორია განავითარა ნეპერმა. მან დაამუშავა ლოგარითმების დაწვრილებით ცხრილები.ნეპერის ცხრილები მცირედ განსხვავდება ნატურალური ლოგარითმების თანამედროვე ცხრილებისგან. ათობითი ლოგარითმები შემოიტანა ინგლისელმა მათემატიკოსმა გ. ბრიგსმა (1556-1630). ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს ლაიბნიცი გალოგარითმების წესების მეშვეობით ხსნიდა მაჩვენებლიან განტოლებებს. ლოგარითმული ცხრილების, ხოლო უფრო მოგვიანებით ლოგარითმული სახაზავის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა გამოთვლითი სამუშაოები. ისინი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდნენ გამოთვლების ძირითად საშუალებებს. ფრანგი მათემატიკოსი ლაპლასის თქმით, რომ ლოგარითმის გამოგონებამ გაახანგრძლივა გამომთვლელთა სიცოცხლე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.