მაცა
From Wikipedia, the free encyclopedia
მაცა — უმარილო ხმიადი, რომელსაც ებრაელები რელიგიური ჩვეულების მიხედვით აცხობენ სააღდგომოდ. მაცა უმარილოდ, ხორბლის ფქვილისა და წყლისაგან მომზადებული თხელი, ხმელი პურის. აღსანიშნავია, რომ მაცისგან დამზადებული ფქვილი მაცამელი, ებრაული სარიტუალო პურობის განუყოფელი ნაწილია. მას ებრაელები მიირთმევენ პასექის დღესასწაულზე, ვინაიდან ამ დროს აკრძალულია საფუარზე დამზადებული პროდუქტების მიღება. მაცის მომზადების დროს, ფირფიტებს დანამავენ მდუღარე წყლით, მოასხამენ კვერცხს,გამოაცხობენ და სწორედ ასეთ მომზადებულ მაცას პურის ნაცვლად მიირთმევენ. მაცამელს სხვადასხვანაირად იყენებენ. მას ბრინჯის ნაცვლად ამატებენ ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში, აცხობენ ნამცხვრებს და ღვეზელებს.