From Wikipedia, the free encyclopedia
მდინარე მისტიკი (ინგლ. Mystic River) — კლინტ ისტვუდის 2003 წლის დრამატული ფილმი. ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების ნოველაზე. ფილმს წარმატება ხვდა წილად, მან კრიტიკოსთა მოწონება და ოსკარის ექვსი ნომინაცია დაიმსახურა.
„მდინარე მისტიკი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | კლინტ ისტვუდი |
პროდიუსერი | კლინტ ისტვუდი |
სცენარის ავტორი | ბრაიან ჰელგელანდი |
ნაწარმოები |
მდინარე მისტიკი — დენის ლეჰანი |
როლებში |
შონ პენი ტიმ რობინსი |
მუსიკა | კლინტ ისტვუდი |
ოპერატორი | ტომ სტერნი |
მონტაჟი | ჯოელ კოქსი |
სტუდია |
Village Roadshow Pictures |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 15 ოქტომბერი, 2003 |
ხანგრძლივობა | 137 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $30 000 000 |
შემოსავალი | $156 822 020 |
ბოსტონში, ირლანდიურ უბანში მცხოვრები ჯიმი, დეივი და შონი ბავშვობის მეგობრები არიან. დეივი სახლში შუაღამით, სისხლიანი ხელებით ბრუნდება. სასტიკი მკველობით ჯიმის ქალიშვილი, კეიტია ნაცემი და მოკლული. ჯიმი გამოსწორებული დამნაშავეა. საქმეს გამომძიებელი შონი და სერჟანტი უიტი პაუერსი იძიებენ. მკვლელობის შემდეგ ბავშვობის მეგობრები კვლავ ერთმანეთს უკავშირდებიან. დეივი საკუთარ ცოლს, სელესტს, უყვება ბავშვობაში როგორ გაიტაცეს და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ, რამაც მის მთელ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. პოლიციას ეჭვი უჩნდება დეივის მიმართ. ჯიმი დასახმარებლად მიმართავს ნათესავებს, ძმებ სევიჯებს, რათა დამოუკიდებლად გამოიძიონ მომხდარი. ჯიმისაც ეჭვი დეივზე მიაქვს. ის დეივს მკვლელობის აღიარებას სთხოვს, თუმცა დეივი ამტკიცებს, რომ მან მოკლა სხვა ადამიანი, მეძავ ბავშვზე მოძალადე. მკვლელობა ჩაიდინეს რეი ჰარისმა და მისმა მეგობარმა ჯონმა. რეის ძმა ბრენდანი კეიტის შეყვარებული იყო. დამნაშავეების პოლიცია აპატიმრებს. შონი ჯიმის დეივის შესახებ ეკითხება. ჯიმიმ კი მანამდე დეივი მოკლა და მისი გვამი მდინარე მისტიკში ჩააგდო.
ოსკარი
ოქროს გლობუსი
სეზარი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.