მეგრული ენა
ქართველური ენების ოჯახის ენა / From Wikipedia, the free encyclopedia
მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ქართველურ ენათა ოჯახის ზანურ ენათა ჯგუფის ენა. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან.
მეგრული ენა მარგალური ნინა | |
გავრცელებულია | საქართველო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 500 000 ადამიანი (1989) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ქართველური ენები
|
დამწერლობის სისტემა | ქართული დამწერლობა |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-xmf}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — მეგრული ენა |
1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა (40 000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100 000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ. 50 000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს. იუნესკომ მეგრული შეიყვანა გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში.[1]
მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33-ვე ასო-ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის „ყაზაყიში გაზეთი“, „კომუნა“, „სამარგალოშ ჩაი“, „სამარგალოშ თუთუმი“, „მახორხალი“ იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰაინც ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად. ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული „ჟურნალი ირიათონი“, ხოლო 2006 წელს გაზეთი „მაფშალია“, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.